გიორგი გაბუნია

გაბუნია: ბოდიში იმისთვისაც ხომ არ უნდა მოვიხადო, რომ ვარსებობ?

აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ეს არ ნიშნავს, რომ მას მე მივაყენე შეურაცხყოფა. ამიტომ მე არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია. ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას.

დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ძალადობას და მუქარას, რომლის ქვეშაც რუსთავი 2 და კონკრეტულად მეც ამ დრომდე ვრჩებით. ვინაიდან მე ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ვარ, ნამდვილად უცნაური იქნება დღევანდელი დისკუსიის წამყვანი თვითონ მე რომ ვიყო და საკუთარ თავზე ვილაპარაკო. ამიტომ სტუდიას ვუთმობ ჩემს პრინციპულ, შეუპოვარ და ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ კოლეგას - ეკა კვესიტაძეს. 

ჟურნალისტმა სიუჟეტის ტექსტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". ამის გამო ე.წ ქართული მარშის წევრები გუშინ რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

კომენტარები