ნოვრუზ ბაირამი

კობახიძე: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას

ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს ზეიმობენ, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ყველას, ვინც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს!

ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას!

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დღეს საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება.

კომენტარები