ბოკერია ქანთარიას:22 წლის ქალის გაუპატიურებით დამმუქრებელთან ზღვარის ქონაზე იღელვეთ

მე თქვენს ადგილას ბევრად უფრო ვიღელვებდი გუშინდელი მოვლენების ფონზე, რომ მკაფიო ზღვარი იყოს მმართველ პარტიასა და იმ პრორუსულ ჯგუფებს შორის, რომლებიც ძალადობენ, სიძულვილს და ბოროტებას ქადაგებენ. 22 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ საჯაროდ, თქვენ არ დაგიგმიათ, არცერთხელ, არცერთს. არა რომელიმე ჩვენგანის, არა რომელიმე პარტიის წევრის, 22 წლის გოგოს რბილი კრიტიკის გამო საჯაროდ ჯგუფურად გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და არ აღშფოთებულხართ და აღშფოთდით ზღვრებით, ამაზე რომ შევთანხმდით. 

გიგა ბოკერიამ ეს ნუკრი ქანთარიას საპასუხოდ თქვა, რომელმაც 21 მარტს მიღებული რუსეთის მოქმედებების შესახებ ერთობლივი რეზოლუციის გამო შიში გამოთქვა, მსგავსი ტენდენციები თუ გაგრძელდა, ამომრჩეველს მომავალში შეიძლება გაუჭირდეს ზღვარის გავლება ევროპულ საქართველოსა და მმართველ პარტიას შორისო.

კომენტარები