შოთაძე: ცხედარზე საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროებას ჩვენი ექსპერტიზა დაადგენს

მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. უდიდესი ტრაგედიაა, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნული არის საქართველოში სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას არის თუ არა საჭიროება, რომ ამ საქმეში ჩატარებული იქნეს საერთაშორისო ექსპერტიზა.  მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. უდიდესი ტრაგედიაა, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნული არის საქართველოში სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას არის თუ არა საჭიროება, რომ ამ საქმეში ჩატარებული იქნეს საერთაშორისო ექსპერტიზა.  

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ. ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი დღის წინ გადმოასვენეს.

კომენტარები