ურუშაძე: კარგია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნა, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ

1. კარგია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნა - საქართველომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენოს დამნაშავეების დასასჯელად.

2. ძალიან სახიფათოა იმაზე მსჯელობა, რომ თურმე რაღაც სპეცოპერაციებით უნდა გავანადგუროთ სავარაუდო დამნაშავეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ათასობით ქართველი ცხოვრობს, რომელთა ფიზიკურად დაცვა არ შეგვიძლია.

3. ყველამ, ვისაც ხელები ექავება, უნდა გაიაზროს: რაც არ უნდა სამართლიანი იყოს ჩვენი აღშფოთება, საქართველო არ არის ისრაელი. რუსეთი არ არის ჰამასი. ნებისმიერი შემდეგი სამხედრო კონფლიქტის ყველაზე სავარაუდო (და პრაქტიკულად გარდაუვალი შედეგი) მეტი დაკარგული ტერიტორია და მეტი დევნილი იქნება. საქართველოსთვის მშვიდობიან პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს (სხვა საკითხია, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა პრინციპული უნდა იყოს).

წერს მკვლევარი ერეკლე ურუშაძე ფეისბუქზე. 

კომენტარები