რუსული ოკუპაცია

ოთხოზორიას დედა: ამ სიის მიღებით იმედი გამიჩნდა, რომ ოკუპანტს ოკუპანტი დაერქმევა

ორი დღის წინ, მე გამიჩნდა იმედი, რომ ახლა მაინც არ გაუშვებს ხელიდან შანსს საქართველოს ხელისუფლება, ვისაც ეს ევალება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, დაარქვას ოკუპანტს ოკუპანტის სახელი და დამნაშავეს დამნაშავის სახელი.

მე დედა ვარ და ჩემს შვილამდე, ძალიან ბევრი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა აფხაზეთთან და ოსეთთან ბრძოლას. ძალიან ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, ვიღაცის გმირობა არ ჩანს, ვიღაცის გმირობამ ისე ჩაიარა. ოთხოზორიამდეც უნდა ყოფილიყო ეს სია, რამდენმა ადამიანმა იცის სხვადასხვა დანაშაულის და მათი ჩამდენების შესახებ, მაგრამ კარგი, თუ აქამდე ვერ გავაკეთეთ, ახლა მაინც, ალბათ, ასე მგონია, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შანსი ხელიდან ნამდვილად არ გაუშვან. 

თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, ყველა ოჯახს ღმერთმა აშოროს, მაგრამ კიდევ იქნება ოთხოზორიები და კიდევ იქნება ტატუნაშვილები.

2016 წელს, ხურჩაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია Tv პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში. ცნობისთვის, პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

კომენტარები