ქართული ოცნება

ზაზა პაპუაშვილი: ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა მიხედონ ამ რუსეთს, რა

მარტივ კითხვას ვსვამ და მოსახლეობასაც ვესაუბრები - ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა შეიარაღებით, ფინანსებით, ბიუჯეტით, ეკონომიკით, მიხედონ ძმაო ამ რუსეთს რა, აიღონ და ესროლონ, გინდა ჯაველინები ესროლონ, გინდა ის ესროლონ, გააჩერონ რა... მე საქართველოს, ქართველ კაცს, თითქმის არაფრის მქონეს, მე რატომ მევალება, რომ მე უნდა შევუვარდე ამ მუხლუხოებში და მე უნდა უნდა მოვისპო, მე უნდა ამოვწყდე, რომ ვიღაცა სხვა ქვეყნებმა თქვან - ხედავთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოს? ეს არის კაცო ჩემი დანიშნულება? თუ უნდა გადავრჩე? თუ დიპლომატი უნდა ვიყო? თუ გამრავლებაზე უნდა ვიფიქრო? თუ ჩემს დანიშნულებაზე უნდა ვიფიქრო? საერთოდ გონება გადაატრიალეს რა, რა არის კარგი ბიჭობა, რა არის ცუდი ბიჭობა, რა არის კარგი ქალობა, რა მოუხდება, რა არის ფასეულობები, საერთოდ არის მიგდებული.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები