ქართული ოცნება

პაპუაშვილი: კბილებით გვიჭირავს მშვიდობა, ეს სტაბილურობას მოაქვს განვითარება

კბილებით გვიჭირავს მშვიდობა, ეს სტაბილურობას მოაქვს განვითარება, მაგათ [საპარლამენტო უმცირესობას] რა უნდათ? არაფერი, რომ ის შეცდომა დავუშვათ, რაც მათ დაუშვეს, ყირიმიზაცია უნდათ, რუსეთის ჯარების ის უნდათ, რომ შენც გითხრან მერე - აი, ჩვენ რომ გვაბრალებდით ასეთ რაღაცეებს, თქვენ რა, შეაჩერეთ რუსეთის ისაო?

რა შრომაც იხარჯება და რა პრაგმატული ნაბიჯებიც იდგმება, ეს ცოტა სხვანაირად არის დასაფასებელი. არ არის საჭირო, ზოგიერთი პოლიტიკოსი რომ გავარდება და მიცვალებული ადამიანებით პოლიტიკურ ქულებს იწერენ, ამაზრზენია. რეალურად შეხედეთ, რუსეთი რა არის, რა არ არის და რა პრეტენზია გვაქვს ჩვენ, ძალიან კარგად ვიცი. რა დამიშავა მე რუსეთმა, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი და პოლიტიკაში არ უნდა იყო, თუ არ იცი მისი წონითი კატეგორია, წონითი ხვედრი, რას ნიშნავს, როცა რუსეთი არსებობს შენს მეზობლად და რას ნიშნავს, როცა რუსეთი არის პოლიტიკაში.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი Tv პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები