გენდერული კვოტირება

პაპუაშვილი კვოტებზე: ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება

მე არასოდეს არ შემიხედავს ამ პრობლემისთვის ისე, რომ თუ ქალი მოდის და რომელიმე ადგილას მოაზრება, ის რახან ქალია, ამის გამო უნდა დავიწუნოთ... ასეთი აზრი მე არასოდეს არ მომდის, მე უბრალოდ, ვლაპარაკობ იმ ადამიანებთან ერთად, რომ ამის კანონის ხარისხში აყვანა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. დავაპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან, დაპირისპირებას შეუწყობს ხელს თორემ, იმას ნუ გვამტკიცებინებთ და უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და ქალებს როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს...

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტზე.

კომენტარები