კვოტირება

გოცირიძე: ევროპული საქართველო აგრესიული ქოცების გვერდით დადგა, ენმ - შედარებით ლიბერალურის

ერთი ამბავია ატეხილი ზოგიერთ საზოგადოებაში იმის გამო, რომ ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს დავუჭირეთ მხარი. არგუმენტი ორნაირია: დემოკრატიულობის პრინციპები ირღვევაო, ერთნი ამბობენ და ქოცების პოზიციას რატომ იზიარებთო-მეორენი. კენჭები უფრო ჩვენი მეზობელი პარტიიდან ჩვენს (უფრო მეტი ჩემს) ბოსტანში იყო ნასროლი. 

კვოტირებას მხარი დავუჭირეთ შედარებით ლიბერალურ ქოცებთან ერთად, ხოლო ევროპული საქართველო აგრესიული ქოცების გვერდით დადგა. 

მაგრამ არც რეზილუციის დროს და არც ამ შემთხვევაში, ვინ ვისთან ერთად მისცა ხმა, არა აქვს მნიშვნელობა და სწორედ ესაა სულელური არგუმენტი. 

კვოტირება არაა ”ოცნების” იდეა. ქალებმა იმძლავრეს და დიდი მიღწევაა, რომ პარლამენტი აიძულეს ტრიბუნა დაეთმოთ მათთვის. კანონპროექტის ინიციატორი იყო 37 ათასი ქალი. 
მე არა ვარ კვოტირების მომხრე, მაგრამ არა ვარ ჯიუტი და არ შევჯდები ვირზე იდეიის სიწმინდის დაცვის მოტივით. ამ კონტექსტში და ამ ქართულ რეალობაში მისი მიღება არის უკეთესი, ვიდრე არმიღება. 

სჯობდა უფრო ზომიერი მოთხოვნით დაწყებულიყო თავიდან -ოთხი ქალი სიაში ყოველი ათიან, ან სულაც ყოველი მესამე და ა. შ. მაჟორიტარების ჩართვაც შეიძლებოდა. არ გამოდგა კარგი მაქსიმალიზმი. ვერ გათვალეს ძალები. 

მალე ახალი ვარიანტი შემოვა და ისევ დავუჭერ მხარს. ქოცებთან ერთად:)))

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამ სტატუსს Facebook-ზე წერს. ენმ-მ გენდერული კვოტირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ევროპულმა საქართველომ - არა. მანამდე, ენმ-მ მხარი არ დაუჭირა ტატუნაშვილის საქმის შესახებ რეზოლუციას, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნაზე ევროპული საქართველოს ინიციატივასაც მოიცავდა.

კომენტარები