მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკვე ისტორიის წიგნებში ვარ, პოროშენკო კი კრიმინალურ არქივს შემორჩება

მე ჯერ სასამართლოში დავიცავ თავს, ხოლო გაისად კი პოროშენკოს წინააღმდეგ სასამართლოზე ჩვენებას მივცემ. ჩემზე ნუ დარდობს. მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა პოროშენკო კი, მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკას თუ შემორჩება.

საკუთარ facebook-ზე წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში აღნიშვნას იმსახურებს.

კომენტარები