ვიზალიბერალიზაცია

შს მინისტრის მოადგილე: 1 წელში, ევროკავშირში შესვლაზე უარი 1001 ადამიანს უთხრეს

1 წლის განმავლობაში, სულ 192 453-მა საქართველოს მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირში, 1001 ადამიანს ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე. 

რაც შეეხება ვადების დარღვევას, ჩვენ ეს ციფრი არ გვაქვს. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩადის ევროკავშირში, იქედან შეიძლება გადავიდა თურქეთში ან მექსიკაში ან სხვა ქვეყანაში და იქ დარჩა. შეიძლება შეიცვალოს სტატუსიც. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით ვადების დარღვევებზე ზუსტი მონაცემები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

კომენტარები