თბილისის მერია

კალაძე: გენგეგმის განხილვაზე, ოპოზიციას დებოშის მოწყობის მცდელობა ჰქონდა

ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, სად გადის ზღვარი ვიწროპარტიულ ინტერესებსა და ქალაქის ინტერესებს შორის. პოლიტიკოსების მოწვევა იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან მინდოდა, ეს ადამიანებიც ყოფილიყვნენ ჩართულები. ისინი იყვნენ ჩემი კონკურენტები წინასაარჩევნო პერიოდში და მინდოდა, მიეღოთ მონაწილეობა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის განხილვაში. თუმცა მათ ამჯობინეს თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაეტარებინათ, ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა, სურდათ, ეს შეხვედრა ჩაეშალათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა გუშინდელი შეხვედრა.

თბილისის მერი კახა კალაძე გენგეგმის განხილვის შესახებ. ცნობისთვის, ბილტმორში გუშინდელ შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნების წევრმა ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "ბოზებივით" ყვირიან. ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას თქმით, მას სიტყვით გამოსვლის საშუალება თბილისის მერმა კახა კალაძემ არ მისვა, შემდეგ კი, შაქარიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები