სამთავრობო ცვლილებები

გოგუაძე: სასაცილოა პრემიერის განცხადება, მან არ იცის, რამდენ ხანს იქნება ამ პოსტზე

დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ეტაპზე კვირიკაშვილი არ შეიცვლებოდა. თუმცა ის, რაც მან დაამატა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვიქნებიო ესეც, რა თქმა უნდა, სასაცილოა, იმიტომ რომ არც ერთმა ამ გუნდის წევრმა და არც ბატონმა პრემიერმა არ იცის რამდენ ხანი გააგრძელებს ამ თანამდებობაზე მუშაობას.

თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილების წარდგენის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას მინიმუმ რამდენიმე წელი არ აპირებს.

კომენტარები