პატრიოტთა ალიანსი

ირმა ინაშვილი ლევან ჩხაიძეს: ბოკერიას ჰგავხართ ამ წუთში, ნუ დაემსგავსებით ბოკერიას

თქვენ ნუ ბრაზდებით და ნუ ემსგავსებით ბოკერიას... უნდა დავსაჯოთ ის, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბოკერიამ, უგულავამ, მე არ ვარ თქვენი გაღიზიანების ადრესატი... თუ დაწყნარდებით, გეტყვით. ვერ გატყობთ, რომ წყნარად ხართ, ვერ გატყობთ, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ბოკერიას ჰგავართ ამ წუთში, ბოკერიას ნუ დაემსგავსებით, ჩემი კეთილი რჩევაა.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა TV პირველის ეთერში, გადაცემის წამყვანს მიმართა. ლევან ჩხაიძემ ინაშვილს ჰკითხა - "რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ადამიანი მოგვიკლეს წამებით, რეზოლუციაც არ უნდა მიგვეღო?"

კომენტარები