რუსი დიპლომატის გაძევება

წულუკიანი რუსი დიპლომატის გაძევებაზე: სოლიდარობა გამოვუცხადეთ დასავლურ სამყაროს

ჩვენ ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოვუცხადეთ დასავლურ სამყაროს და ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი ამ დღეებში და განსაკუთრებით მისი დეტალები დღეს, არის გააზრებული და ანალიზის შედეგად მიღებული, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევებაზე. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ასევე აშშ-მა, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა, ლიტვამ, უკრაინამ, იტალიამ, ესპანეთმა ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა და შვედეთმა.

კომენტარები