გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე: კვერცხიც მიჭამია, მაკარონიც და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ

შედით კარფურში, 2,88 ლარი ღირს ერთი ბოთლი ზეთი და აღარ დამთავრდა ამ ზეთზე ლაპარაკი? ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ხორცი რა ღირს, ეს რა ღირს, ის რა ღირს. ყველაფერი ვიცი, რა რა ღირს, იმიტომ რომ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც შაბათობით და კვირაობით მიდის მაღაზიაში და ყიდულობს იმას, რაც სჭირდება ოჯახს. ერთხელ ფეისბუქზე ვიღაც წერდა, ქალბატონო გუგული, რამდენი ხანია, კვერცხი და მაკარონი არ გიჭამიათო. კვერცხიც მიჭამია, მაკარონიც და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მე ჩემი კეთილსინდისიერი შრომით, 22 წლის ასაკიდან სულ ვმუშაობ და არასდროს ვყოფილვარ უმუშევარი, და სულ ვმუშაობ ისეთი ადგილას, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა. ვისაც ოჯახში განათლება აქვს მიღებული, ყველა მუშაობს. ჩვენ არ ვეკუთვნით მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბ ოჯახებს, ვართ ჩვეულებრივები

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში სიღარიბის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. 

კომენტარები