მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილი ბანკების დახმარებით დაკავებულია ქვეყნის გაჩანაგებით

მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში. ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და ბანკების დახმარებით დაკავებულია ქვეყნის გაჩანაგებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მოვალედ ქცევის. ციფრები არის ძალიან ჯიუტი რამე. ბანკების სუფთა შემოსავალი 2012 წელს იყო სადღაც 130 მილიონი ლარი, ეს იმ წლებში, როცა ეკონომიკა იზრდებოდა ძალიან სწრაფად. ივანიშვილის დროს ბანკების სუფთა შემოსავალი გაიზარდა მინიმუმ 6-ჯერ და მიაღწია 900 მილიონ ლარს. მინიმუმ ექვსჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიონ ლარს მიაღწია, ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი არის 45%. საქართველოში დარჩა 3 მილიონი ადამიანი და აქედან ყოველმა მეხუთემ მიმართა ლომბარდს - ეს არის ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა. 

მე, მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

კომენტარები