მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში, ქვეყანამ შვებით უნდა ამოისუნთქოს

ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი. უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

კომენტარები