ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე.
tbl.ge/2v3p
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ცნობისთვის, მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება გაუწყვიტა და 10 აპრილიდან, მათ საქმიანობას დროებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.
ამავე თემაზე
- 1 მარტიდან ჩუღურეთში, მთაწმინდასა და დიდუბეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
- 1 დღე – 20 ლარი, 1 თვე – 300 ლარი, 1 წელი – 800 ლარი – თბილისში პარკირებას ახალი სისტემა ემატება
- ლელო: ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდოს
- კალაძე: პარკირების წესების დარღვევებზე სატრანსპორტო კომპანია სათანადოდ რეაგირებს
- კალაძე: როგორი იქნება პარკირება, ჩვენს ხედვას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ