დევდარიანი: ოპოზიციური პარტიისგან შეტევა იყო ლომჯარია-გიგაური-დევდარიანის გუნდზე

მე ვამბობ იმას, ვინ იყო დაინტერესებული ამ პროცესით და ვინ ჩაერთო ამ პროცესში სხვადასხვა მექანიზმით. ჩართეს მედია, ჩართეს პიარი, ჩართეს სოციალურ ქსელში საკუთარი გავლენები და საბოლოოდ, მეტი არც არაფერი მომხდარა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემი რეპუტაციის განადგურებისთვის. თითქმის ყველა მედია ჩაერთო და მედია ანალიზი აჩვენებს, თუ ვინ აშუქებდა და როგორ აშუქებდა კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებულ ამბებს. ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ჯგუფს უნდოდა კონკრეტულად დარტყმის მიყენება როგორც სახალხო დამცველისადმი, ასევე აქტიური, ძლიერი სამოქალაქო ჯგუფის მიმართ. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც ურტყამდა [ნინო] ლომჯარიასაც და ურტყამდა [ეკა] გიგაურს და ურტყამდა, ფაქტობრივად, ჩვენს ურთიერთობას. შეტევა იყო ლომჯარია-გიგაური-დევდარიანის გუნდზე და ეს გუნდი არის ჩვეულებრივი მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა

ვერ ვიტყვი, რომ [TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამემიჯნა]. მე ასეთი განცხადება არ მინახავს

​CiDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, რომელიც 17 მარტს 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ საპარლამენტო ოპიზიციური პარტია ებრძოდა არა მხოლოდ მას, არამედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI-ის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

კომენტარები