ირაკლი კობახიძე

კობახიძე: სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა ნამდვილად აუცილებელია

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება: ეს არის სიყვარული, ეს არის შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა, რაზეც იყო, ასევე, საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება.

პარლამენტში დაწყებულია უკვე მუშაობა დემოგრაფიულ საკითხებზე. საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ამ კუთხით - მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის კუთხით და ჩვენ შესაბამის ინიციატივებს აუცილებლად წარვუდგენთ საზოგადოებას. ეპისტოლეში ყურადღება იყო გამახვილებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ამაზე არის საჭირო მუშაობა ყველა მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო და მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც საუბარია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

კომენტარები