გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში

მე უკვე რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი ტკივილი ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებთან ერთად ჩვენ დღეს ვგლოვობთ, ალბათ, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში ჩემი გამოსვლების დროს არა ერთი მოწოდება გამიკეთებია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე.

ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერეს ჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ზედამხედველობა ამ პროცესებზე ევალებათ, ეს არ არის მარტო შახტთან მიმართებაში, ეს არის ფაქტიურად ათობით ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილას იღუპება, ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი

საქართველოს პრეზიდნეტი, გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

კომენტარები