9 აპრილი

ბოკერია: ქართული საზოგადოება 9 აპრილის მონაპოვარ თავისუფლებას არ დათმობს

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ხალხს, ვინც დაიღუპა და ჩვენს თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. ამიტომ, ეს დღე ტრაგიკულთან ერთად, სიმბოლოა იმისა, რომ როდესაც საზოგადოება შეკრულია, ჩვენს მტერს ასეთი ძალადობის მიუხედავად, ჩვენი თავისუფლების საბოლოო შეზღუდვა არ შეუძლია. ამ დღემ ერთერთი გარდამტეხი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველომ თავისუფლება მოიპოვა. ჩვენი ვალია, რომ ამ ხალხის მსხვერპლი დავიცვათ და ამ ხალხის მსხვერპლი არ იყოს წყალში გადაყრილი, შემდეგი თაობების მიერ საკუთარი თავისუფლების უგულებელყოფის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამ მონაპოვარს, რომელსაც ეს მსხვერპლი შეეწირა, არასდროს დათმობს

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. საპარლამენტო უმცირესობამ დღეს 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულებს პატივი მიაგო

კომენტარები