კობახიძე: რელიგიით სპეკულირების ფონზე, ფოფხაძემ თანაგუნდელები მძიმედ შეურაცხყო

საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის შემთხვევას ვგულისმხობ. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს, თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა კი კაკაბაძისთვის ხმის მიცემისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა. დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შეხვდა ფოფხაძეს და სთხოვა, არ დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა.
მოკლე ბმული: