რასიზმი

ბოკერია: ყველას, ვინც კანის ფერის გამო ამცირებს ადამიანს, უნდა მოვექცეთ მკაცრად

ყველას, ვინც კანის ფერის გამო ამცირებს ადამიანს და მითუმეტეს ძალადობს მასზე, უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს კანონით და ეს ხალხი უნდა იყოს შეფასებული, როგორც სამარცხვინო ბოროტმოქმედები, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების მტრები. ეს არის პრინციპული.

ასეთ ჯგუფს, ასეთ ადამიანებს, სადაც არ უნდა წავაწყდეთ, ყველგან უნდა მოვექცეთ ძალიან მკაცრად და არამხოლოდ კანონის თვალსაზრისით - როგორც საზოგადოებამ, უნდა გავრიყოთ ისინი, ვინც კანის ფერის გამო, ადამიანებს ასე ექცევა.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ მოძალადეები მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები