უგულავა: კალაძის იდეა ამხანაგურ მატჩზე, ძალიან მავნებლური და დამამცირებელია

ერთი შეხედვით თითქოს მშვენიერი იდეაა. თან იქვე, მართალია ფორმისთვის დააყოლა გამოძიებმაც გამოიძიოსო. მაგრამ ეს ძალიან ზედპირულად და ერთი შეხედვით. სინამდვილეში ძალიან მავნებლური და დამამცირებელი იდეაა. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ უცხოელობის გამო გცემათ, გაგინათ, დაგამცირათ, პოლიციამ დაგიკიდათ და მეორე დღეს ვითომ არაფერი მომხდარა ერთად თამაშს გთავაზობენ, ისე რომ ბოდიშსაც არავინ გიხდის, პირიქით ვერსიებს თხზავნ რომ მოძალადე შენ ხარ. მარტივად, ადამიანური ურთიერთობის ტერმინებით, ჯერ დაგაჩმორეს და მერე ძმკაცობას გთავაზობენ. ქუჩაში ასე ხშირად ხდება, სამართლებრივ სახელმწიფოში - არასდროს. კალაძეს შეიძლება ამდენი არც უფიქრია. მეტიც, შეიძლება კეთილშობილური იდეაც ამოძრავებდა, მაგრამ მისი პრობლემა უფრო ღრმაა - ის ამ და არა სამართლებრივი კატეგორიებით აზროვნებს. დაუშვებელია მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. ამიტომ, ეს
"ფეხბურთის თამაში" უბრალოდ თამაში არაა, ეს ამ შემთხვევაში სამართლებრივის პარალელური ინსტიტუტია. გნებავთ კანონიერი ქურდი დაუძახეთ, გნებავთ - არაფორმლური მართვა. გამოსავალი არის - კანონით მოქმედება!

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა კახა კალაძის ინციაიტივის შესახებ. თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შავკანიან სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამხანაგური მატჩის გამართვა დაავალა. იმავე სტადინოზე სადაც ინციდენტი მოხდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები