ქართული ოცნების ლიბერალიზმი

კობახიძე: ეკლესიასთან დაპირისპირებული ფსევდოლიბერალები ჩვენთვის მიუღებელია

მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არავითარი საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ვიტყოდი, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად, სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა და ამავდროულად ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიში გააკრიტიკა, სადაც მას "ტენდენციური", "მიკერძოებული" და "ღიმილის მომგვრელი" უწოდა. ანგარიშში საუბარი იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე.

კომენტარები