დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

პრემიერი: არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს

რეალობიდან გამომდინარე და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული და იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობები. კატეგორიულად გამოვრიცხავ დაშლას უმრავლესობის. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების,არგუმენტირებისას, რომ ნუ გააკეთებენ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების.

განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე.

კომენტარები