ქართული ოცნება

პრემიერი: კატეგორიულად გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას

კატეგორიულად გამოვრიცხავ დაშლას უმრავლესობის. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების,არგუმენტირებისას, რომ ნუ გააკეთებენ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ აირჩია, ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

კომენტარები