ვატო შაქარიშვილი

შაქარიშვილი: ISIS-ის და სააკაშვილის სულიერი შვილების საუბარი უფლებებზე ერთი და იგივეა

ნაციონალური მოძრაობის წევრების და სააკაშვილის სულიერი შვილების მხრიდან დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლებაზე და სხვა ღირებულებებზე საუბარი ისეთივე პარადოქსულია, როგორც ის, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ადამიანის უფლებებზე ისაუბროს და ამ სფეროში დაიწყოს საქმიანობა. უნდა ითქვას, რომ Freedom House -ის ანგარიში არის "მეორე საქართველოს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობა. მოხსენების ტექსტუალურ ნაწილში პერსონიფიცირება, სახელი და გვარების ხაზგასმა, ასევე მრავალი ფაქტობრივი შეუსაბამობები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ ეს არის უკიდურესად მიკერძოებული და ანგაჟირებული. ნამდვილად არ ვიცი, რომელი ქულათა სისტემა თუ შკალა როგორ აღიქვამს საქართველოში არსებულ რეალობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამას როგორ აღიქვამს ჩვენი მოსახლეობა.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით

კომენტარები