ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: პუტინს უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი და ცუდი არ არსებობს და ყველაფერი ნაცრისფერია

აშშ-ში, დაახლოებით, 3 წელიწადში არჩევნები იქნება და თუკი ტრამპს გადაირჩევენ, ის წავა. მას მოუწევს, დაყვეს ხალხის ნებას და ეს არის მთავარი გასხვავება. 

როცა ჩვენ ვსაუბრობთ პუტინის რუსეთზე, მათ სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე, ჩვენ ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ თქვენ ან რას ფიქრობენ ამერიკელები მათ პრეზიდენტზე, ამერიკა არ არის რუსეთი. ამერიკა არის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, ამერიკა არის კონსტიტუცია და ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ კონსტიტუციური სისტემა, როგორღაც გაუმკლავდება ამ გამოწვევას და არ დაიგრევა. 

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი, რადგან ეს არის სწორედ ის, რაც პუტინს სურს. მას უნდა, რომ ყველა ფიქრობდეს, რომ არ არსებობს არანაირი "კარგი" და "ცუდი" და რომ ყველაფერი ნაცრისფერია და ყველა ერთნაირია. ჩვენ მას ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენი მიზანი განსხვავების ხაზგასმა უნდა იყოს.

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდერირებას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები