ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: ჩვენ სუსტი სქესი არ ვართ, უბრალოდ, მეტი ბარიერის გადალახვა გვიწევს

კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები ვართ. ჩვენ უფრო სუსტები არ ვართ, უბრალოდ, მეტი პრობლემა გვაქვს და მეტი ბარიერის გადალახვა გვიწევს. სულ ეს არის. როცა საჯარო ცხოვრებაში შევაბიჯე, ვიცოდი, რაც მელოდა. მე ეს ვიცოდი, რადგან ამის მრავალი მაგალითი მქონდა. ჩემი ქმარი თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო, სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, ის რელიგიური უმცირესობების უფლებებს იცავდა. ამის გამო მას დღემდე მოყვება სტიგმა, ზოგი ანტიქრისტედაც კი მიიჩნევს, რადგან რელიგიური უმცირესობების დაცვას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლად აღიქვამენ.

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდერირებას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები