ელისო კილაძე

კილაძე: გედევან ფოფხაძეს ურჩევნია ჭორაობის ნაცვლად, საქმე აკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს. ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. გედევან ფოფხაძემ იმედის კვირასთან განაცხადა, რომ მივლინების დროს სოფო კილაძემ მისი ფაქსიმილე უნებართვოდ გამოიყენა.

კომენტარები