ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი: თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა

ნებისმიერ თავმოყვარე, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში, მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა, როდესაც მისი შეწყალებული პირების რაოდენობა დანაშაულის ჩადენაში იზრდება და იზრდება.

პრეზიდენტი,მარგველაშვილი უკვე ვიხილეთ მეორეჯერ თავის ქმედებაზე როგორ იშვერს სხვისკენ ხელებს. ერთხელ ეკა ბესელიასკენ გაიშვირა ხელი, ახლა იშვერს ოჯახის წევრებზე, ოღონდ პასუხისმგებლობა არ აიღოს ამ ადამიანმა თავის თავზე და რა ვიცი შეიძლება კენედის მკვლელობაც დააბრალოს ვინმეს. 

ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ქორიძე გარეთ, ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ბაქრაძე შეწყალებული და ამორალურია, როდესაც სასჯელაღსრულების სტატისტიკას გაეცნობით, რამდენმა მისმა შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა ისევ დანაშაული

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა. ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

კომენტარები