პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აბაშიშვილი: ოცნება და ევროპული საქართველო გაერთიანებულია, ებრძვიან პრეზიდენტს

სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - "ქართული ოცნებასთან" და "ევროპული საქართველოსთან" ერთად.

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის მოწოდების შესაბამისად, მაქსიმალურად ყველა ჩართულიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის მისამართით.

მე როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არც პროკურატურისგან არ მიგვიღია არანაირი სტატისტიკა, რომელის შესახებაც გუშინ საუბრობდნენ.

სინამდვილეში, ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ, ასე ვთქვათ, რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ როგორღაც ეს სტატისტიკა ლეგალურად გაასაღონ.

ფაქტიურად მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიმართ შავი პიარია აგორებული, რომელშიც ერთდროულად ჩართულები არიან საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა და სამთავრობო უწყებები

კომენტარები