ნატო-საქართველო

კვირიკაშვილი: ნატოსთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა

16 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისამდე გრძელდება საქართველოში ნატოს დღეები, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

წელს ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის -ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციოცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატოსთან ინტეგრირების პროცესით; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის.

სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ნატოსთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში, ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან საქართველოს აქვს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა, მათ ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, რათა სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ იმ პროცესის შესახებ, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

საქართველოს პრემიემრინისტრი ნატო-საქართველოს ურთუერთობის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

კომენტარები