ბულინგი

სერგეენკო ბულინგზე: ყველა ფაქტის პრევენცია შეუძლებელია, თვალთვალის ინსტრუმენტები არ გვაქვს

უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს. ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა. როდესაც გვაქვს სიგნალი, ამის შესახებ რეაგირება არის მყისიერი. გუშინ გავრცელდა ეს კადრები და გუშინვე მოხდა იდენტიფიკაცია

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც არასრულწლოვანს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია პირი, ვინც ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ატვრითა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის არასრულწლოვანია.

კომენტარები