პრემიერი: კარგად ვხედავთ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა. დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგს უკან უკვე არის მიღწეული წარმატებები. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას. ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები.
“ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით და აქაც, ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი პარტიის სახელით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, გვიგულეთ თქვენს გვერდით ჭირსა და ლხინში. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ.

საქართველოს პრემიერმინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები