ნამჩავაძე: ბიზნესს თხოვენ სოციალურ პასუხისმგებლობას, თავად კი პრემიებს ვერ ელევიან

"ჭარბვალიანობას" (არავის გაუზომია) ებრძვიან და თან ამბობენ, საპროცენტო განაკვეთები მაღალია და ხალხს უჭირს სესხის აღებაო. პროცენტები თუ დაიწევს, "ჭარბვალიანობა" მოიმატებს.

ბანკები პრობლემააო და ამ სფეროში მათ კონკურენტებს - მიკროსაფინანსოებს, ლომბარდებს, კერძო გამსესხებლებს პრობლემებს უქმნიან. გამოდის, სესხის ერთადერთი წყარო ბანკი დარჩება.

მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს ვუწყობთო და საფინანსო სექტორის მცირე და საშუალო ბიზნესის (მიკროსაფინანსოები, ლომბარდები, კერძო გამსესხებლები) გაქრობა უნდათ .

ბიზნეს თხოვენ სოციალურ პასუხისმგებლობას (როცა ეს ბიზნესის კეთილი ნებაა), როცა თავად სამსახურის ავტომობილებს, პრემია-დანამატებს, გაბერილ შტატებს და ათას პრივილეგიას ვერ ელევიან.

რუსეთის საწინააღდეგო რეზოლუციაზეც კი ვერ ერთიანდება ნაცი და ქოცი, მაგრამ საქმე რომ ბანკებს და ვალებს შეეხო, ერთნაირად ალაპარაკდნენ, რადგან კარგი პოპულისტური თემაა.

ნახევარი მთავრობა ბანკირები გვყავს და აღარ ახსოვთ, რომ ბანკი მოსახლეობის ნდობაზე დაფუძნებული ინსტიტუტია და უცებ შეიძლება ჩამოიშალოს ყველაფერი. მერე ვნახოთ გაჭირვება.

საბანკო სექტორმა შექმნა ათასობით სამუშაო ადგილი, დააფინანსა ეკონომიკის 60%, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, გამჭვირვალე, მომსახურებით განვითარებულ ქვეყნებსაც არ ჩამოუვარდება, ბევრ გაუბედურებულ ქალაქში თუ ქუჩაზე გარემონტებული და განათებული მხოლოდ ბანკები გვხვდება. თუმცა, მაინც ის ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებასო და არა, ის რომ დემოკრატიის ნაცვლად ჰიბრიდული რეჟიმი გვაქვს, სასამართლო დამოუკიდებელი და კვალიფიციური არ არის, საკუთრების დაცვის ინდექსში ეთიოპიის და გაბონის შუაში ვართ, განათლების ხარისხით მალე ეთიოპიაც და გაბონიც სანატრელი ინქება (უკვე თუ არა).

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის უფროსი გახდა და საბანკო სექტორში ჩასატარებელ რეფორმებს აანონსებს.

ბანკები მზად არიან ყველა ეს სისულელე და მავნებლობა მოითმინონ, მადლობაც კი მოიხადონ, თუ ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება ამ სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესის გაქრობაში და საპენსიო რეფორმის სახელით, ბანკების ფინანსური რესურსის ზრდისთვის მოსახლეობას გადასახადებს გაუზრდის

ბანკების მიმართ ბოლოს დროს გაზრდილ კრიტიკასთან დაკავშირებით, საკუთარ Facebook-ზე წერს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები