პრემიერმინისტრი

პრემიერი: თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები მეტია, მივაღწევთ სანუკვარ შედეგს

ყველა ჩვენგანის ერთად დგომის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, კონსოლიდაციით მივიღებთ შედეგს. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია. სამეგრელომ ეს დაიმსახურა, მოთმინებით და რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომით. ჩვენი ისტორიის ყველაზე სანუკვარი ტრადიციები შემონახულია ამ კუთხეში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, როდესაც აქ ჩამოვდივართ. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ღვაწლით.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები