ბოკერია BCG-ის კვლევაზე: ახლა ყველაზე მთავარია არჩევნებზე მისვლა და ხმების დაცვა

კვლევა ადასტურებს, რომ ხუთწლიანი ვარდნის შემდეგ, ვანსა და ხონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჩვენი საზოგადოების მყარ და სერიოზულ უმრავლესობას უნდა ივანიშვილის გუნდის შეცვლა და ქვეყნის შემოტრიალება წინსვლისკენ. ახლა ყველაზე მთავარია არჩევნებზე მისვლა და ხმების დაცვა, რათა დავიწყოთ ხონსა და ვანში ივანიშვილის გუნდის შეცვლა, გავაგრძელოთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და რაც მთავარია, დავასრულოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ინტერესი. ყველა სხვა სცენარი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძველი ჩვენი წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლების დიდ ნაწილს სურს ამ ხელისუფლების შეცვლა. ამ უპირატესობამ არ უნდა მოგვადუნოს.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბი-სი-ჯი-ს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ვანი-ხონის არჩევნებზე გიგი უგულავას გამოკითხულთა 44.9% დაუჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 35.5%. BCG-მ კვლევა ევროპული საქართველოს დაკვეთით, 3-10 აპრილს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა.

კომენტარები