ლუკაშენკო კვირიკაშვილზე

ბოკერია: თუ პრემიერმა მართლა გააკვირვა ლუკაშენკო, უპრეცედენტო შემთხვევა იქნება

ჩვენ ლუკაშენკოს გარეშეც ვიცით, რომ ქართული ოცნების, ივანიშვილის გუნდის და კერძოდ, კვირიკაშვილის პოლიტიკა აძლიერებს რუსეთის პოზიციებს ჩვენი ქვეყნის შიგნით და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამის ყველაზე ცუდი მაგალითი იყო კვირიკაშვილის ე.წ. წერილი ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ თუ ეს სიმართლეა, თუ საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკვირვა ლუკაშენკო თავისი რუსული სახელმწიფოს მიმართ სენტიმენტებით, ეს მართლა უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 75%-ით რუსი ადამიანია.

კომენტარები