თბილისის მეტრო

კალაძე: არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია...

...არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების დაანონსებულ გაფიცვაზე. მათი განცხადებით, ხუთშაბათს, 3 მაისს მეტრო არ იმუშავებს. ისინი საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

კომენტარები