კახა კალაძე

კალაძე: პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა

პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს არის პოლიტსაბჭოს შეკრება. თუ როგორი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ახალი პოლიტსაბჭო, ამას გაიგებთ. 11 მაისს არის ყრილობა, პარტია ამისთვის მზად არის. კონფერენციები დასასრულს უახლოვდება.

თბილისის მერი, კახა კალაძე "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, 11 მაისს კი ყრილობა, სადაც თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ჟურნალისტების კითხვას, დარჩება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე, კახა კალაძე პასუხობს - "ამას გაიგებთ".

კომენტარები