თამბაქო

მაღრაძე თამბაქოზე: მწეველთა ჯანმრთელობას ვიცავთ, მეტჯერ გავლენ გარეთ მოსაწევად

თამბაქოს კვამლისგან მაქსიმალურად გათავისუფლებული უნდა იყოს ისეთი სივრცეები, სადაც თამბაქოს მოწევა ზიანს აყენებს მეორე ადამიანს. ჩვენს კანონში სწორედ ეს არის წინ წამოწეული. რომ ზიანის მიყენება არ მოხდეს არამწეველების მიმართ. თავისმხრივ მწეველბსაც ვიცავთ, როდესაც ვუზღუდავთ მათ დახურულ შენობებში მოწევას და იძულებულები არიან ხშირად გავიდნენ გარეთ, სუფთა ჰაერზე. ამასთანავე, მათ შესაძლოა მოწევის სიხშირეც შეამცირონ

ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს თამბაქოს კონტროლის კანონის ერთ-ერთი ავტორი გუგული მარღაძე. მაღრაძის კანონდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს შევიდა ძალაში. შედეგად, დაწესებულებებში მოწევა აიკრძალა, აკრძალვა შეეხება მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებს, კიბის უჯრედებს, სარდაფებსა და სხვენებსაც. მოწევა კერძო ბინებში დასაშვები იქნება.

კომენტარები