ქართული ოცნება

მაჭავარიანი: ძალიან ბევრ დროს ვატარებთ გზაში, საოცარი დისკომფორტია ურთიერთობისთვის

მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს კარგი პარტიული გამოცდილება, თვითონ პარტიული მუშაობის გამოცდილება და მინდა, გითხრათ, რომ 116-კაცია უმრავლესობა არ არის ადვილი სამართავი ისეთ პარლამენტში, როგორიც ჩვენ ვართ. რას ვგულისხმობ ამაში? ჩვენ ჩვენი მუშაობის ძალიან ბევრ დროს ვატარებთ გზაში და მანქანაში, ეს არის საოცარი დისკომფორტი ურთიერთობებისთვის, ანუ ერთ ადგილზეც კი არ ვართ. მე მაგალითად, პრობლემებს ვხედავ უფრო, აი, დალაგებაში, მართვაში... ეს პრობლემები არის, მაგრამ ეს არ არის სუბიექტური პრობლემები, არ არის ადამიანური პრობლემები

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ობიექტივის ეთერში საუბრობს ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე

კომენტარები