პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

მარგველაშვილი: ჩემი მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა

ჩემი დღევანდელი გამოსვლა მე-5 გამოსვლაა და გადავწყვიტე ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და იმ ბოლო წლების, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით. და ამ 5 წლის შეჯამებით შევეცდები წარვსდგე თქვენ წინაშე. ბუნებრივია ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. დთეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც შემოქმედი იყო ამ პროცესის, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა. იმიტომ რომ ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წაწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როცა ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. იმიტომ რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები ის, რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, დათო კირვალიძემ, ის რაც, მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არაც არაფერი აღარ გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო ყოფა რიგითი ქართველის. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო. მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო, რომ ყოველდღიური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები