პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: სისტემა უნდა დაცლილიყო პირებისგან, ვინც ძალადობასთან ასოცირდება

ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი არ ეშინია, განსხვავებით წინა წლებისგან. ეს ნიშნული თავიდანვე, 2012 წელს დაიდო და შენარჩუნებულია. ხდება პოზიტიური ცვლილებები როგორც პენიტენციურ სისტემის, ისე სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით. მაგრამ ეს ცვლილება უნდა გატარებულიყო ბევრად უფრო ღრმად. ის პიროვნებები, რომლებიც ასოცირებული არიან იმ ძალადობებთან, რომლებიც მანამდე ხდებოდა და ამაზე კითხვის ნიშანი არ იბადება, მათგან უნდა დაცლილიყო სამართალდამცავი სისტემა. ამიტომ მივესალმე მე თქვენს ინიციატივას გირგვლიანის შესწორებების შესახებ, რომ სწორედ დევნა კი არა, მაგრამ დაცლა მომხდარიყო. რომ ის აღარასდროს განმეორებულიყო, რამაც მაშინ, 2012 წელს მთელი საქართველო გაგვაერთიანა ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ გაკეთდა. როდესაც ჩვენ არ ვცვლით პროკურატურაში, სისხლის სამართლებრივი დევნის სხვა ორგანოებში იმ ინდივიდებს, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება და საზოგადოებისთვის სამართლიანად იქნება მიწოდებული პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება დღეს, დეპოლიტიზაცია ამ სტრუქტურების არ მომხდარა

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

კომენტარები