პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: 6 წელში შევასუსტეთ ინსტიტუტები, ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სისტემა

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე იქნა მიღწეული. 6 წლის თავზე, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას. ამ პერიოდში ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელიც, ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ გახსოვთ, შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. მოქალაქეთა კავშირი იქნებოდა ეს, თუ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიში ხდება დემოკრატიისათვის, საშიში ხდება მმართველი პარტიისათვის. ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენეთ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები